შინაარსზე გადასვლა

ივანე დოკუკინის ძეგლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე დოკუკინის ძეგლი
რუს. Памятник И. А. Докукину
კოორდინატები 48°01′38″N 40°08′03″E / 48.0272° ჩ. გ. 40.1343° ა. გ. / 48.0272; 40.1343
მდებარეობა ზვერევო, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 2009-2010

ივანე დოკუკინის ძეგლი (რუს. Памятник И. А. Докукину) — საბჭოთა კავშირის გმირის ივანე დოკუკინის ძეგლი ქალაქ ზვერევოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი წარმოადგენს კვარცხლბეკზე შემდგარ სამხედრო თვითმფრინავ Як-52-ს[1]. თვითმფრინავი დაამზადეს შახტინის საავიაციო-სარემონტო ქარხანაში[2]. ძეგლის შექმნის სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2010 წლის აპრილში ფაშიზმზე გამრჯვების 65 წლისთვისათვის.

ძეგლის შექმნის იდეა ეკუთვნის ქალაქ ზვერევის მერს ალექსანდრ ჩუმაკოვს[3]. მემორიალურ ძეგლზე სამუშაოები დაიწყო 2009 წელს. ძეგლი მიეძღვნა ამ ადგილზე დაკრძალულ მეორე მსოფლიო ომის გმირებს. მეომორიალამდე მიდის მოასფალტებული გზა. მის შესასვლელთან ღობის სახით დგას გრანიტის ფილები, რომელზეც ამოტვიფრულია აქ დაკრძალული მეომრების სახელები[1].

ძეგლი მდებარეობს საბჭოს ქუჩა № 1-ში[4]. მისი საზეიმო გახსნა გაიმართა 2010 წლის 6 მაისს.

ივანე დოკუნინი სერპუხოვის სამხედრო საავიაციო სკოლის დასრულების შემდეგ მალევე, 1941 წელს, გაემგზავრა საბრძოლველად. ასრულებდა საბრძოლო ფრენებს Ил-2-ით. დოკუკინი თავის სამხედრო მეგობრებთან ერთდ წარმატებულად ახდენდა თავდასხმებს და ანადგურებდა მტრის ქვეით არმიას, ტანკებსა და საარტილერიო იარაღს, საცეცხლე წერტილებს, სამხედრო ტრანსპორტს, თვითმფრინავებსა და აეროდრომებს, რომლებიც ეკავა ლიუფტვაფეს. დოკუკინის სახელზე მოდის ყველაზე მეტი სამხედრო გაფრენა, რომელთა დიდი ნაწილიც წარმატებულად სრულდებოდა. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით 1943 წლის 8 თებერვალს მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, გადაეცა ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავის მედალი. 1943 წლის ზაფხულში მდინარე მიუსთან საჰაერო ომის დროს დოკუკინი დაიღუპა. მისი ძეგლი დადგეს საძმო საფლავზე, სდაც დაკრძალეს მფრინავი[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Памятник летчику И.А. Докукину. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  2. Донской туризм. г. Зверево. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-22. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  3. Действующий мэр Зверево на выборы не пойдет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-29. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  4. Памятник лётчику И. А. Докукину (Зверево)
  5. Докунин Иван Архипович. Герои страны. ციტირების თარიღი: 2017-03-25.